თავში

,,პატრიოტთა ალიანსი" 30 ნოემბერს მასშტაბურ აქციას აანონსებს

,,პატრიოტთა ალიანსი" 30 ნოემბერს მასშტაბურ აქციას აანონსებს
,,პატრიოტთა ალიანსი 30 ნოემბერს მასშტაბურ აქციას აანონსებს

"საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" საპროტესტო აქციებისთვის ემზადება. პარტიის ლიდერების თქმით, ისინი 30 ნოემბერს სპორტის სასახლეში მასშტაბურ საპროტესტო აქციას გამართავენ. ამის შესახებ დღეს პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს.

,,პატრიოტთა ალიანსი"  ხელისუფლებას პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს.

"საპროტესტო აქციების რეჟიმზე ვართ გადასული, ასევე გვაქვს საპარლამენტო ბოიკოტი გამოცხადებული. მოვუწოდებთ ხელისუფლებას ქვეყანაში დაამკვიდროს სიმშვიდე, დასაჯონ დამნაშავე პოლიტიკური ძალები", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ,,პატრიოტთა ალიანსმა" რესპუბლიკის მოედანზე აქცია 17 ნოემბერს გამართა, სადაც ალიანსის ლიდერმა ირმა ინაშვილმა უწყვეტი საპროტესტო აქციების სერია დააანონსა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system