თავში

"ავადმყოფები ხართ გოგონებო" - სერგეი ლავროვი ქართველ ჟურნალისტებს - VIDEO

"ავადმყოფები ხართ გოგონებო" - სერგეი ლავროვი ქართველ ჟურნალისტებს - VIDEO
ავადმყოფები ხართ გოგონებო - სერგეი ლავროვი ქართველ ჟურნალისტებს  - VIDEO

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხისა და ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტებს ავადმყოფები უწოდა. როგორც ჟურნალისტი ანა ბროლაძე სოციალურ ქსელში წერს, ლავროვის გაღიზიანება ჟურნალისტების დასმულმა კითხვამ გამოიწვია: ჩამოვა თუ არა ის თბილისში, თუკი ევროსაბჭოს მინისტერიალი აქ გაიმართება. 

ლავროვმა ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხა და მათ ავადმყოფები უწოდა. 

,,სერგეი ლავროვს ვეკითხები - აპირებს თუ არა საქართველოში ჩამოსვლას, თუ ევროსაბჭოს მინისტერიალი იქნება თბილისში, გვირტყეს, გვეჭიდავნენ და პასუხი - ავადმყოფები ხართ გოგოებო ", - წერს ანა ბროლაძე სოციალურ ქსელში.

რუსეთს საგარეო საქმეთა მინისტრს კითხვები ჟურნალისტებმა სტრასბურგში დაუსვეს, სწორედ სტრასბურგში უნდა გადაწყდეს, სად გაიმართება ევროსაბჭოს მინისტერიალი – სტრასბურგში თუ თბილისში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system