თავში

გოცირიძე: დეპუტატი თუ ერთხელ შევიდა რომელიმე ფრაქციაში, სამუდამოდ უნდა იყოს იქ

გოცირიძე: დეპუტატი თუ ერთხელ შევიდა რომელიმე ფრაქციაში, სამუდამოდ უნდა იყოს იქ
გოცირიძე: დეპუტატი თუ ერთხელ შევიდა რომელიმე ფრაქციაში, სამუდამოდ უნდა იყოს იქ

"წარმოვიდგინოთ, ყმა - გლეხობა რომ იყო ფეოდალურ პერიოდში და მიბმული იყო ყმა ფეოდალზე, აი ასეა - დეპუტატი თუ ერთხელ შევიდა რომელიმე ფრაქციაში, სამუდამოდ უნდა იყოს იქ",- ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ განაცხადა. 

რომან გოცირიძის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში მას არ ექნება უფლება შექმნას ფრაქცია სხვასთან ერთად.

დეპუტატი ამბობს რომ, ფრაქციის შექმნის წესთან დაკავშირებით, რომელსაც რეგლამენტში ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, პრობლემური იქნება მცირე პარტიებისთვისაც, რადგან მათ წარმომადგენლებს პარლამენტში ფრაქციის ჩამოყალიბების საშუალებას ართმევს.

"ასე ვერც ერთი ფრაქცია ვერ შეიქმნებოდა, რაც პარლამენტში შეიქმნა უმრავლესობის დაშლის შემდეგ. ინდივიდუალური ცალკეული დეპუტატები, რომლებიც შედიან თითო- ორი პატარა პარტიებიდან, მათ არ აქვთ პარლამენტში გაერთიანების უფლება და საკუთარი ძალების კონსოლიდაციის საშუალება - აბსოლუტურად გაუმართლებელია მსგავსი გადაწყვეტილებები. ეს ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესს აფერხებს და ძალიან უცნაურია, რომ ასეთი ინიციატივით გამოდის საპარლამენტო უმრავლესობა. ავიწყდებათ მათ, რომ თავად იქნებიან ოპოზიციაში მომავალში და საკუთარ მახეში თვითონ გაებმებიან,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system