თავში

ირაკლი სესიაშვილი პრეზიდენტის განცხადებაზე: ჯარი ჩვენი სიამაყეა - მეტი სიფრთხილე გვმართებს

ირაკლი სესიაშვილი პრეზიდენტის განცხადებაზე: ჯარი ჩვენი სიამაყეა - მეტი სიფრთხილე გვმართებს
ირაკლი სესიაშვილი პრეზიდენტის განცხადებაზე: ჯარი ჩვენი სიამაყეა - მეტი სიფრთხილე გვმართებს

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ჯარის შესახებ პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც სესიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ჯარის შესახებ განცხადებების გაკეთებისას განსაკუთრებული სიფრხილეა საჭირო.

,,ჩვენი ჯარი ჩვენი სიამაყეა, ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, რომ როცა ღირსეულ ჯარისკაცებზე ვსაუბრობთ, მეტი სიფრთხილით მოვეკიდოთ, რადგან ეს ეროვნულ გრძნობებსა და ემოციებს უკავშირდება. ეს ჩვენი ახალგაზრდების პატრიოტული აღზრდისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ყოველთვის ხაზი უნდა გავუსვათ ჩვენი ჯარისკაცების და ოფიცრების მნიშვნელობას ქვეყნისთვის. ამ შემთხვევაში ქალბატონი პრეზიდენტის განცხადების კონტექსტი შედარებული იყო განათლებასთან თუ კულტურასთან, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მეტი სიფრთხილე გვმართებს", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. 

"ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება. არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი გვაქვს, რომ რეგიონი დავიპყროთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის ძალიან ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა" - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა 10 დეკემბერს, სამეცნიერო წარმომადგენლებთან შეხვედრისას გააკეთა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system