თავში

სიმონ ნოზაძე: სრულად მაჟორიტარული სისტემა გაუმართლებლად მიმაჩნია

სიმონ ნოზაძე: სრულად მაჟორიტარული სისტემა გაუმართლებლად მიმაჩნია
სიმონ ნოზაძე: სრულად მაჟორიტარული სისტემა გაუმართლებლად მიმაჩნია

,,ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში სდომის დაწყებამდე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა ჟურნალისტებთან კომენტარები გააკეთეს. საკითხს, რომელიც დღევანდელ სხდომაზე უნდა განიხილონ, არ ეთანხმება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სიმონ ნოზაძე. 

კანონმდებელი სრულად მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის ხარვეზებზე საუბრობს.

,,სრულად მაჟორიტარული სისტემა გაუმართლებლად მიმაჩნია, რადგან მისი უმთავრესი ნაკლი ის იქნება, რომ არ მოხდება ახალგაზრდა პოლიტიკოსთა აღზრდა, რადგან როგორც წესი, მაჟორიტარად იმ ადამიანებს ირჩევენ ადგილებზე, ვისაც გარკვეული ბეგ-რაუნდი გააჩნია და პოპულარობით სარგებლობს საარჩევნო უბანზე. ეს პროექტი გაუმართლებლად მიმაჩნია. ეს უპერსპექტივო საქმედ მიმაჩნია, რადგან საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერ დააგროვებენ. არ მგონია, სრულად მაჟორიტარულ სისტემას ბიძინა ივანიშვილმა მხარი დაუჭიროს", - განაცხადა დეპუტატმა.

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში დღეს უმრავლესობის სხდომა გაიმართება.

სხდომაზე განსახილველი ერთ-ერთი საკითხი საარჩევნო სისტემა და მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილის მიერ მომზადებული კანონპროექტი იქნება, რომელიც სრულად მაჟორიტარული სისტემის ამოქმედებას ეხება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system