თავში

იაგო ხვიჩია "გირჩში" არსებულ ვითარებას განმარტავს

იაგო ხვიჩია "გირჩში" არსებულ ვითარებას განმარტავს
იაგო ხვიჩია გირჩში არსებულ ვითარებას განმარტავს

"პარტიის შიგნით არსებული ვითარება არანაირად არ უკავშირდება პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხს", - ამის შესახებ "გირჩის" წევრმა იაგო ხვიჩიამ "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. 

მისი თქმით, ლიდერებს შორის სხვადასხვა საკითხზე საერთო აზრი რჩება. მათ შორის ერთსულოვნებაა პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხზეც. 

თანამოაზრეები ვართ იმ საკითხში, რა საკითხზეც ამ შეხვედრებზე დავდივართ, არ მახსოვს საკითხი, რომ ამ ოფისში მოვსულიყავით და მე და ზურა ჯაფარიძე არ ვყოფილიყავით თანამოაზრეები. „გირჩის“ შიგნით სიტუაციაზე და ზურასა და ჩვენს ურთიერთობაზე კომენტარს არ გავაკეთებ“, - განაცხადა ხვიჩიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system