თავში

იან კელი ნიკა მელიას საქმეს ეხმაურება

იან კელი ნიკა მელიას საქმეს ეხმაურება
იან კელი ნიკა მელიას საქმეს ეხმაურება

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი, ,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეს სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

აღნიშნულ საკითხს კელიმ ორი პოსტი მიუძღვნა. 

თავდაპირველად ის პარლამენტის მიერ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების მეორედ შეწყვეტას გამოეხმაურა.

„ერთპარტიული მმართველობის მზარდი აჩრდილი აედევნა საქართველოს“, - დაწერა იან კელიმ „ტვიტერზე“.

მოგვიანებით კი, კიდევ ერთი პოსტი ნიკა მელიას საქმეზე, ომბუდსმენის განცხადებას მიუძღვნა. 

„პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს პარლამენტს, რომელიც წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას. მთავრობამ უნდა ჰკითხოს საკუთარ თავს, ამ ნაბიჯით მიიღწევა თუ არა ეს მიზანი“, - წერს იან კელი. 

ცნობისთვის, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, არ გასცეს თანხმობა ნიკანორ მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით. 

დღეს საქართველოს პარლამენტმა ნიკა მელიას იმუნიტეტი მოუხსნა.

გენერალურმა პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე შუამდგომლობით უკვე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ნიკა მელიას ბრალად ედება საზოგადოებრივი უშიშროების და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის, ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას 2019 წლის 27 ივნისს, აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

პროკურატურის განცხადებით, ,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს გირაოს პირობების შეუსრულებლობის გამო მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გაუმკაცრდა და გირაოს ოდენობა 40 000 ლარით გაიზარდა.

ნიკა მელია პროკურატურაში დაიბარეს თუმცა არ გამოცხადდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system