თავში

ანრი ოხანაშვილი: ოპოზიცია წინასაარჩევნო კამპანიას საზღვარგარეთ ატარებს

ანრი ოხანაშვილი: ოპოზიცია წინასაარჩევნო კამპანიას საზღვარგარეთ ატარებს
ანრი ოხანაშვილი: ოპოზიცია წინასაარჩევნო კამპანიას საზღვარგარეთ ატარებს

ის ოპოზიციური ჯგუფები, რომლებსაც არ გააჩნიათ ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერა, თითქმის არ აქვთ რეიტინგი, წინასაარჩევნო კამპანიას ატარებენ საზღვარგარეთ, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ოხანაშვილის თქმით, ოპოზიცია ვიწრო პარტიული ინტერესის გამო სახელმწიფოს იმიჯს აზიანებს და საფრთხეს უქმნის.

,,თვალყურს ვადევნებთ, რომ ის ოპოზიციური ჯგუფები, რომლებსაც არ გააჩნიათ ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერა, თითქმის არ აქვთ რეიტინგი, წინასაარჩევნო კამპანიას ატარებენ საზღვარგარეთ. იქნება ეს ბრიუსელი, სტრასბურგი თუ ვაშინგტონი. ცდილობენ, პარტნიორები შეცდომაში შეიყვანონ, თუმცა ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მათ ზუსტი ინფორმაცია მივაწოდოთ", – განაცხადა ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, ხელისუფლება სტრატეგიულ პარტნიორებთან აქტიურად მუშაობს და საქართველო ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციისთვის შეუქცევად სვლას აგრძელებს.

,,ეს არის ჩვენი შეუქცევადი კურსი, რომელსაც ვერაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს. ამ ყველაფრის დასტურია ჩვენ მიერ გატარებული რეფორმები. არსებობს გამოწვევები და ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ სტრატეგიულ პარტნიორებთან", - განაცხადა ოხანაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system