თავში

იენს სტოლტენბერგი: NATO უფრო გლობალური უნდა გახდეს და საქართველოსთან თანამშრომლობა ამის ნაწილი იქნება

იენს სტოლტენბერგი: NATO უფრო გლობალური უნდა გახდეს და საქართველოსთან თანამშრომლობა ამის ნაწილი იქნება
იენს სტოლტენბერგი: NATO უფრო გლობალური უნდა გახდეს და საქართველოსთან თანამშრომლობა ამის ნაწილი იქნება

NATO უფრო გლობალური უნდა გახდეს და პარტნიორებთან, მათ შორის საქართველოსთან, თანამშრომლობა ამის ნაწილი იქნება, – ეს განცხადება NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან დისკუსიის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„საქართველოს პირველი არხის“ კითხვაზე, თუ რა ადგილს იკავებს ამ სტრატეგიაში შავი ზღვის რეგიონი და საქართველო, NATO-ს გენერალურმა მდივანმა უპასუხა, რომ 2030 წლისთვის ნატო უფრო მეტად გლობალური უნდა გახდეს და ამ სტრატეგიის ნაწილი უნდა იყოს პარტნიორებთან, მათ შორის საქართველოსთან, თანამშრომლობა.

„NATO-ს 2030-ის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რომ NATO უფრო მეტად გლობალური ალიანსი გახდეს და უფრო გლობალური მიდგომა გვქონდეს. ცხადია, ჩვენ უნდა დავრჩეთ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსად, მაგრამ გვჭირდება გლობალური მიდგომა, რადგან ბევრი გამოწვევა, რომელთა წინაშეც ვდგავართ არის გლობალური. ერთ-ერთი ასეთი გამოწვევა არის ჩინეთის გაძლიერება. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩინეთი გვიახლოვდება. ის მნიშვნელოვან ინვესტიციებს აბანდებს NATO-ს ქვეყნებში, ასევე ევროპაში და შავი ზღვის რეგიონშიც. შავ ზღვის რეგიონში კი მდებარეობს NATO-ს სამი ქვეყანა და ორი პარტნიორი – საქართველო და უკრაინა. NATO აცნობიერებს მდგრადობის მნიშვნელობას, აცნობიერებს ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის მნიშვნელობას. ჩვენ ვაძლიერებთ მდგრადობის განმტკიცებისთვის აუცილებელ შესაძლებლობებს, მათ შორის სატელეკომუნიკაციო ქსელების, ჯანდაცვის და ჩვენი საზოგადოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სფეროების დაცვას. NATO განაგრძობს ადაპტაციას და ინფრასტრუქტურის დაცვა იქნება ამ ცვლილების მნიშვნელოვანი ნაწილი. ცხადია, ჯერ ადრეა ამის თქმა, მაგრამ მდგრადობა და პარტნიორებთან – საქართველოსა და უკრაინასთან მუშაობის მნიშვნელობა, იქნება ჩემი წინადადების შემადგენელი ნაწილი, რომელსაც NATO-ს წევრ სახელმწიფოების ლიდერებს წარვუდგენ“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system