თავში

დიდ ბრიტანეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის დოკუმენტი რატიფიცირებულია 

დიდ ბრიტანეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის დოკუმენტი რატიფიცირებულია 
დიდ ბრიტანეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის დოკუმენტი რატიფიცირებულია 

დიდ ბრიტანეთთან სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება რატიფიცირებულია. პარლამენტმა დოკუმენტს მხარი ერთხმად დაუჭირა. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივანმა, დომინიკ რააბმა ლონდონში „საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას“ 21 ოქტომბერს მოაწერეს ხელი.

შეთანხმება მას შემდეგ ამოქმედდება, რაც გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს დატოვებს. შეთანხმება ბრექსიტის შემდგომ დიდ ბრიტანეთთან ორმხრივ ურთიერთობაში ჩაანაცვლებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ასოცირების შეთანხმებას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system