თავში

იგნორირება მე-2 ტურის საუკეთესო გაპროტესტება იქნება - ბუაძე

იგნორირება მე-2 ტურის საუკეთესო გაპროტესტება იქნება - ბუაძე
იგნორირება მე-2 ტურის საუკეთესო გაპროტესტება იქნება - ბუაძე

პროცესის სრულად იგნორირება და ამ ფარსისგან თავის მაქსიმალურად შორს დაჭერა საკუკეთესო გადაწყვეტილებაა, -  ამის შესახებ "ლელოს" წევრმა საბა ბუაძემ განაცხადა.

ბუაძის თქმით, იგნორირება  პროტესტის საუკეთესო ფორმაა  იმ ტყუილისა, რომელსაც "ქართული ოცნება" მე-2 ტურად ასაღებს.

"ჩვენი მიზანი ამ პროცესში თავიდანვე იყო ის, რომ ამ სიცრუისთვის  საკუთარი თავის და ამომრჩევლის დისტანცირება გაგვეკეთებინა. დღეს ვიმსჯელეთ და საკუკეთესო გადაწყვეტილება არის ამ პროცესის სრულად იგნორირება და ამ ფარსისგან თავის მაქსიმალურად შორს დაჭერა. ამიტომაც ჩვენ ხვალ არ გვექნება საპროტესტო აქციები და ეს დუმილი, იგნორირება იქნება საუკეთესო პროტესტი იმ ტყუილისა, რასაც "ქართული ოცნება "  მე-2 ტურად ასაღებს", - განაცხადა საბა ბუაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system