თავში

"იიი, ვახშამზე იყავით" რაღა უბედურებაა - სალომე სამადაშვილი

"იიი, ვახშამზე იყავით" რაღა უბედურებაა - სალომე სამადაშვილი
იიი, ვახშამზე იყავით რაღა უბედურებაა - სალომე სამადაშვილი

ორბელიანების სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პატივსაცემად გამართულ ვახშამზე დასწრების შემდეგ ენმ-ის წევრმა, სალომე სამადაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

"იიი, ვახშამზე იყავით’ რაღა უბედურებაა? ვიყავი, დიახ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან სამუშაო ვახშამზე, გამოვედი რურუას გათავისუფლების თარიღით და მელიას გათავისუფლების გეგმით, მიშელის თანდასწრებით შეთანხმებულის. მერე?" წერს სალომე სამადაშვილი Facebook-ზე.

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმებას ხელი ორბელიანების სასახლეში მოეწერა. "ნაციონალურმა მოძრაობამ", "ევროპულმა საქართველომ" და "ლეიბორისტულმა პარტიამ ხელმოწერაზე უარი თქვეს.

სალომე სამადაშვილმა, პარტიის გადაწყვეტილების მიუხედავად, შეთანხმებას ხელი ინდივიდუალურად მოაწერა, რასაც მისი თანაგუნდელების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა, რის შემდეგაც სამადაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "ამ გაუგებრობაში მისი ადგილი აღარ არის". 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system