თავში

იქნება თუ არა დანიელოსნის დოკუმენტზე ვაშაძის ხელმოწერა

იქნება თუ არა დანიელოსნის დოკუმენტზე ვაშაძის ხელმოწერა
იქნება თუ არა დანიელოსნის დოკუმენტზე ვაშაძის ხელმოწერა

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, კრისტიან დანიელსონის მედიაციით შედგენილ დოკუმენტს მისი ხელმოწერა არ ექნება, რადგან, როგორც ვაშაძე განმარტავს, ამ დოკუმენტში ორ მნიშვნელოვანი საკითხია დასაზუსტებელი და გასარკვევი - რიგგარეშე არჩევნების და პოლიტპატიმრების საკითხები.

"პირდაპირ გეუბნებით, ამ დოკუმენტს არ ექნება ჩემი ხელმოწერა, რადგან ამ დოკუმენტში ბევრი გაურკვეველი საკითხია ორ მნიშვნელოვან თემაზე, რაც უნდა დაზუსტდეს და გაირკვეს". – ამბობს გორგი ვაშაძე.

შეგახსენებთ, რომ "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრების რამდენიმე რაუნდი უშედეგოდ დასრულდა და კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს, არცერთმა მხარემ ხელი არ მოაწერა.

დღეს, 16 აპრილს, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს "ქართული ოცნება" ხელს აწერს.

ნახეთ, რა წერია დოკუმენტში, რომელიც კრისტიან დანიელსონმა პარტიებს შესთავაზა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system