თავში

იქნება თუ არა თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია

იქნება თუ არა თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია
იქნება თუ არა თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია

ვინ რომელ ქალაქში და რა კონფიგურაციით იქნება, ძალიან მალე გადაწყდება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.

კითხვაზე, თავად იქნება თუ არა თბილისის მერობის კანდიდატი, მელიამ უპასუხა, რომ მისთვის ეს მეათეხარისხოვანია.

"ჩემთვის ეს არის მეათეხარისსხოვანი. მე ვიქნები იმ ბრძოლაში რომელიც შედეგს მოუტანს ამ ქვეყანას. უახლოეს დღეებში კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღება და ბრძოლა დაიწყება. ვინც ამ ბრძოლაში ჩაერთვება, ჩაერთვება, ვინც არა, ეტყობა ამ არჩევნებს გამოტოვებს", - განაცხადა ნიკა მელიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system