თავში

ილჰამ ალიევი სალომე ზურაბიშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ილჰამ ალიევი სალომე ზურაბიშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ილჰამ ალიევი სალომე ზურაბიშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

”ძვირფასო ქალბატონო პრეზიდენტო,

ჩემი და აზერბაიჯანის ხალხის სახელით, საუკეთესო სურვილებით გულითადად გილოცავთ თქვენ და მეგობარ ქართველ ხალხს 26 მაისს - დამოუკიდებლობის დღეს.

აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობები ემყარება ჩვენი ხალხების ნებას, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ კეთილმეზობლობისა და მეგობრობის პირობებში. ამგვარმა მყარი საფუძვლების გაფართოებამ, ჩვენი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების მდიდარ ტრადიციებზე დაყრდნობით, დღეს სტრატეგიული პარტნიორობის ხასიათი მიიღეს.

დარწმუნებული ვარ, რომ ჯვლავაც გავაგრძელებთ ძალისხმევას, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირების განმტკიცებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას.

ასეთ მნიშვნელოვან დღეს გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებას თქვენს საქმეში და მეგობარ საქართველოს კი მუდმივ მშვიდობასა და კეთილდღეობას, ”- ნათქვამია მისალოც წერილში.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღე მოიულოცა ილჰამ ალიევს სალომე ზურაბიშვილმა. 

”თქვენო აღმატებულებავ,

საქართველოს ხალხის სახელით და ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ აზერბაიჯანის ეროვნულ დღესასწაულს - რესპუბლიკის დღეს.

ქართველმა და აზერბაიჯანელმა ხალხებმა მრავალი სირთულე განიცადეს თავიანთი სახელმწიფოებრიობის აღსადგენად, მაგრამ დღეს ჩვენი ქვეყნები მაყად განაგრძობენ ძლიერი და თავისუფალი სახელმწიფოს მშენებლობას.

გამოვთქვამ მზადყოფნას, ხელი შევუწყო ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული კავშირებისა და პარტნიორობის განმტკიცებას. იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში შევხვდები და ერთად განვსაზღვრავთ სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების გზებს.

ბატონო პრეზიდენტო, კიდევ ერთხელ გამოვხატავ ღრმა პატივისცემას თქვენს მიმართ, ვუსურვებ მეგობარ აზერბაიჯანელ ხალხს მშვიდობას, სიმშვიდეს, ჯანმრთელობას და კეთილდღეობას, ” - ნათქვამია წერილში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system