თავში

ილუზია აქვთ, რომ ევროპელ პარტნიორებთან თავს მოიკატუნებენ - კაპანაძე

ილუზია აქვთ, რომ ევროპელ პარტნიორებთან თავს მოიკატუნებენ - კაპანაძე
ილუზია აქვთ, რომ ევროპელ პარტნიორებთან თავს მოიკატუნებენ - კაპანაძე

ხელისუფლების წარმომადგენლებს ილუზია აქვთ, რომ ევროპელ პარტნიორებთან თავს მოიკატუნებენ და მათ მოაჩვენებენ, რომ დემოკრატიულობანას თამაშობენ, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

კაპანაძის თქმით, მმართველი პარტიის წარმომადგენლები ძალიან ცდებიან თუ ფიქრობენ, რომ საერთაშორისო პარტნიორების მოტყუებას შეძლებენ. 

"ისინი არ აპირებენ არაფერზე წასვლას, არც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და არც ახალი არჩევნების ჩანიშვნას. ამასთან, ილუზია აქვთ, რომ ევროპელ პარტნიორებთან თავს მოიკატუნებენ და მათ მოაჩვენებენ, რომ დემოკრატიულობანას თამაშობენ, ისინი ძალიან ცდებიან. შეთანხმების დადებისთანავე, რომლის ნაწილიც უნდა იყოს ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ჩვენ მზად ვართ, რომ ვიმუშაოთ ყველა ამ საკითხზე პარლამენტის შიგნით, მანამ სანამ ახალი არჩევნები არ დაინიშნება", - განაცხადა კაპანაძემ. 

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში მიმდინარე კვირის ბოლოს დაბრუნდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system