თავში

პრემიერი: იმედი მაქვს, თითოეული პარლამენტარი გაიაზრებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც აკისრია

პრემიერი: იმედი მაქვს, თითოეული პარლამენტარი გაიაზრებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც აკისრია
პრემიერი: იმედი მაქვს, თითოეული პარლამენტარი გაიაზრებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც აკისრია

"პროპორციული არჩევნები არის ქვეყნის დემოკრატიულად განვითარებისთვის აუცილებელი ნაბიჯი", - ეს განცხადება გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გააკეთა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, დეპუტატებმა დღეს სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ და გაიაზრონ, რა მნიშვნელობა აქვს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ქვეყნის დემოკრატიულად განვითარებისთვის. 

"მინდა გამოვეხმაურო პოლიტიკურ პროცესს, საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით. მინდა აღვნიშნო ხაზგასმით, ჩვენ უკვე დავაფიქსირეთ პოზიცია პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით. არჩევნები ნულოვანი ბარიერით იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის კეთილი ნება და გადაწყვეტილება, რომელიც ერთმნიშვნელოვნად იყო გამოძახილი დემოკრატიული პროცესების დასაჩქარებლად. აქ არაფერი არ შეცვლილა, ჩვენ ისევ ვრჩებით ამ პოზიციაზე. პროპორციული არჩევნები არის ქვეყნის დემოკრატიულად განვითარებისთვის აუცილებელი ნაბიჯი. იმედი მაქვს, რომ  თითოეული პარლამენტარი სრულად გაიაზრებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მას აკისრია ქვეყნის დემოკრატიული განვითარების და თითოეული ჩვენი მოქალაქის წინაშე. დარწმუნებული ვარ ყველას ეს პასუხისმგებლობა სრულად ექნება გააზრებული. "- განაცხადა გიორგი გახარიამ.

პროპორციული საარჩევნო  სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭს პირველი მოსმენით დღეს უყრიან

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system