თავში

იმედი მაქვს ნიკა მელია პარლამენტში შევა - კელი დეგნანი

იმედი მაქვს ნიკა მელია პარლამენტში შევა - კელი დეგნანი
იმედი მაქვს ნიკა მელია პარლამენტში შევა - კელი დეგნანი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი იმედს გამოთქვამს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე საკანონმდებლო ორგანოში შევა.

დიპლომატის თქმით, ნიკა მელიასთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს პარლამენტში ყოფნა და დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობა.

"დეტალები უნდა გადაწყვიტონ პოლიტიკურმა ლიდერებმა, აშშ-ის გადასაწყვეტი არ არის ასეთი რამ. ამერიკის გადასაწყვეტი არ არის, რას გადაწყვეტს ბატონი მელია. ის უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის ლიდერია, რაც მნიშვნელოვანი ადგილია.

ვფიქრობ, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს, რომ პარლამენტში იყოს, დემოკრატიულ პროცესში მიიღოს მონაწილეობა და წარმოადგინოს მისი ამომრჩევლები. იმედი მაქვს, ეს ასე მოხდება", – განაცხადა კელი დეგნანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system