თავში

იმედგაცრუებული ვართ- აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება

იმედგაცრუებული ვართ- აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება
იმედგაცრუებული ვართ- აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი იმედგაცრუებულია იმით, რომ საქართველოში დაპირისპირებული მხარეები ქვეყნის ინტერესებს საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა არ აყენებენ. ამის შესახებ დიპლომატიური უწყების განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც "ამერიკის ხმამ" მოიპოვა.

გამოცემა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სატელეფონო საუბრის შემდეგ, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას აქვეყნებს.

"ჩვენ იმედგაცრუებული ვართ იმით, რომ არც ერთ მხარეს, მმართველ პარტიას და ოპოზიციას, ჯერ არ გამოუხატავს სურვილი საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებზე მეტად, ქართველი ხალხის ინტერესების პრიორიტეტიზება მოახდინოს. მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ კომპრომისის მისაღწევად უნდა იმუშაონ, თუმცა ჩვენ გამოგვითქვამს ჩვენი პოზიცია, რომ მმართველ პარტიას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება იმაში, რომ კომპრომისი მიღწეულ იქნას. კრიტიკული მნიშვნელობისაა ის, რომ პარტიებმა იმოქმედონ ძირეულ დემოკრატიულ ნორმებთან თანმიმდევრული მეთოდებით, რომლებიც ქმნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური თანამეგობრობის ღირებულებების საფუძველს", - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system