თავში

იმედგაცრუებულები ვართ, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესით - კელი დეგნანი

იმედგაცრუებულები ვართ, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესით - კელი დეგნანი
იმედგაცრუებულები ვართ, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესით - კელი დეგნანი

აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, იმედგამაცრუებელია, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესი გაგრძელდა, მიუხედავად შეთანხმებისა, რომ ეს არ მოხდებოდა სასამართლო რეფორმის გატარებამდე.

მისი თქმით, გაუგებარია, რა საჭირო იყო ამ პროცესის დაჩქარება.

"იმედგაცრუებული ვართ იმით, რომ ეს პროცესი გაგრძელდა, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ბევრი სხვა პრიორიტეტი, რომელზეც პარლამენტმა უნდა იმუშაოს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არის 5 ვაკანტური პოზიცია არამოსამართლე წევრებისთვის, ეს პოზიციები თავისუფალია თვეების მანძილზე და რატომღაც, არავინ ჩქარობს მათ შევსებას მაშინ, როდესაც ისინი, საქართველოს კონსტიტუციით, წარმოადგენენ ხალხის აზრს სასამართლო სისტემაში.

შესაბამისად, რთული ასახსნელია, რატომ დაჩქარდა მოსამართლეების დანიშვნის პროცესი, როცა იგივე ადამიანები პარლამენტში, მათ შორის, მმართველი პარტიის წევრები, შეთანხმდნენ, რომ საჭირო იყო სასამართლო სისტემის ყოვლისმომცველი რეფორმა.

იმედი მაქვს, ამაზე თანხმდება ყველა, რომ მნიშვნელოვანია ინკლუზიური და სრული სასამართლო რეფორმის განხორციელება", - განაცხადა აშშ-ის ელჩმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system