თავში

"იმედგაცრუებული ვარ, მეტს მოველოდი "ნაციონალური მოძრაობის" შეხვედრიდან" - იაგო ხვიჩია

"იმედგაცრუებული ვარ, მეტს მოველოდი "ნაციონალური მოძრაობის" შეხვედრიდან" - იაგო ხვიჩია
იმედგაცრუებული ვარ, მეტს მოველოდი ნაციონალური მოძრაობის შეხვედრიდან - იაგო ხვიჩია

"ცოტათი იმედგაცრუებული ვარ, მეტს მოველოდი, ისევე როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი "ნაციონალური მოძრაობის" ამ შეხვედრიდან", - ასე გამოეხმაურა"გირჩის" ლიდერი, იაგო ხვიჩია "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს შეხვედრას.

"აღმოჩნდა, რომ რეალურად ყველა კარგი ადამიანია, ყველა დავაწინაურეთ და სინამდვილეში ზალიკო უდუმაშვილის ბრალი ყოფილა მაშინ არჩევნების წაგება, მარტო ის წავიდა და ასე გამოვიდა. მეტი მოლოდინი უკავშირდებოდა ვიღაც ახალი ადამიანის წარდგენას, ძველების გაშვებას, ვინმესგან პასუხისმგებლობის აღებას ან მოგებაზე ან წაგებაზე. რასაც ამ დროს ელოდებიან ხოლმე", - განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, "ნაციონალურ მოძრაობაში" სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system