თავში

იმედი გვაქვს რომ ნაბიჯი, რომელიც "ქართულმა ოცნებამ“ ცალმხრივად გადადგა, გააზრებულია- კახაბერ ქემოკლიძე

იმედი გვაქვს რომ ნაბიჯი, რომელიც "ქართულმა ოცნებამ“ ცალმხრივად
იმედი გვაქვს რომ ნაბიჯი, რომელიც ქართულმა ოცნებამ“ ცალმხრივად გადადგა, გააზრებულია- კახაბერ ქემოკლიძე

მივესალმებით ყველა შეთანხმებას, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკურ აგრესიას დაასრულებს - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა, კახაბერ ქემოკლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აქამდე ვხედავდით მხოლოდ საუბარს, ახლა მნიშვნელოვანია, რომ მის ნაცვლად კონკრეტული ქმედებები დავინახოთ.

„ჩვენ მივესალმებით ყველა იმ შეთანხმებას, რომელიც ერთი მხრივ ქვეყანაში პოლიტიკურ აგრესიას, დაპირისპირებას დაასრულებს, მეორე მხრივ კი საზოგადოების კონსოლიდირებას შეუწყობს ხელს.

ნიშანდობლივია, რომ აქამდე ჩვენ ვხედავდით მხოლოდ საუბარს, ახლა მნიშვნელოვანია, რომ მის ნაცვლად კონკრეტული ქმედებები დავინახოთ ყველა მხრიდან.

ნათელია, რომ შეთანხმება უნდა ეფუძნებოდეს საყოველთაო კონსესუსს. პოლიტიკურ პროცესში, დაპირისპირება დასრულებადია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარეები შინაარსობრივად იაზრებენ საყოველთაო კონსესუსის მიღწევის აუცილებლობას და ამისთვის იქცევიან თანმიმდევრულად.

ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ის ნაბიჯი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ცალმხრივად გადადგა, გააზრებულია და მიზნად ისახავს ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანას და არა შეთანხმების მიუღწევლობაზე პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას“,-განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.

შეგახსენებთ, რომ "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრების რამდენიმე რაუნდი უშედეგოდ დასრულდა და კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს, არცერთმა მხარემ ხელი არ მოაწერა.

16 აპრილს, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს "ქართული ოცნება" ხელს აწერს.

ნახეთ, რა წერია დოკუმენტში, რომელიც კრისტიან დანიელსონმა პარტიებს შესთავაზა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system