თავში

"იმედი" ოპოზიციის წარმომადგენლების სავარაუდო საუბრის ჩანაწერს ავრცელებს

"იმედი" ოპოზიციის წარმომადგენლების სავარაუდო საუბრის ჩანაწერს ავრცელებს
იმედი ოპოზიციის წარმომადგენლების სავარაუდო საუბრის ჩანაწერს ავრცელებს

ტელეკომპანია „იმედი“, უკრაინულ „ობოზრევატელზე“ დაყრდნობით ავრცელებს ჩანაწერს, რომელშიც სავარაუდოდ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია და გუბაზ სანიკიძე, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი საუბრობენ.

„იმედის“ ცნობით, ჩანაწერების მიხედვით, რომელთა ავთენტურობა არ არის დადგენილი, საუბარი ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლასა და არეულობის ორგანიზებას შეეხება.

ჩანაწერის მიხედვით საუბარი ასეთია: 

- გუბაზ, რაზე გაწუხებთ
- კი
- ივანიშვილმა კარგად გაუგო ქართველებს, ქართველ პოლიტიკურ სპექტრს. კარგად გაზომა და აწონა.
- ბატონო თემურ, ყველა შევა ჩემს გარდა. მე იქ არ შევალ, რა თქმა უნდა, აგერ ნახავთ თქვენ.
- დიდი ბოდიში. პირველი - არავითარი ლეგიტიმაცია ამ მთავრობას, მეორე - სრული სამოქალაქო დამოურჩილებლობა, სრული ნაციონალური მასშტაბით სამოქალაქო დამოურჩილებლობა, მესამე - არავითარი დიალოგი, არავითარი კოოპერაცია, არავითარი თანამშრომლობა, არავითარი... ანუ საერთოდ უნდა გაწყდეს ურთიერთობა ხალხს, და პოლიტიკურ სპექტრს შორის. მეოთხე -
- აბა რა
- ბოდიში... მეოთხე - დროებითი მთავრობის შექმნა. სასწრაფოდ, სასწრაფოდ უნდა გამოცხადდეს, რომ, ნაციონალური გადარჩენის, ეროვნული გადარჩენის მთავრობა იქმნება, პარალელური მთავრობა, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს ხალხის წინაშე თავის თავზე და მსოფლიოს წინაშე და იღებს ძალაუფლებას თავის ხელში და მეხუთე - მიმართვა მსოფლიოს ქვეყნებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ ჩვენ არ ვთხოვთ თქვენს მხარდაჭერას, უბრალოდ გაცნობებთ, რომ საქართველოს სახალხო გადარჩენის კომიტეტმა ხელში აიღო სრული ძალაუფლება და დღეიდან პასუხს აგებს ქვეყნის ბედზე, ისევე, როგორც რეგიონში მშვიდობაზე, ისევე როგორც შენარჩუნებას, ასე შემდეგ. ვსო, That's it.

- ბატონო თემურ, ახლა გეტყვით, მე ფიცი არ მიყვარს, მაგრამ ღმერთს გეფიცებით, მკრეხელობას ჩავდივარ, გუშინწინ მივედი მათ შეკრებაზე, ლეიბორისტულ სამოთხეში, იქა, შალვას ბაღები რომ არის, სადაც სისულელეების მეტს არაფერს არ ლაპარაკობდნენ. ვუსმინე, ვუსმინე და ვუთხარი, მე გეტყვით, რა არის გეგმა და ახლა მე ჩამოგითვლით. უბრალოდ პუნქტები არის, რიგითობაა განსხვავებული. პირველი - მიმართვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ საქართველოში მოხდა სახელმწიფო გადატრიალება, მეორე - შეიქმნას ეროვნული ხსნის კომიტეტი, ასე დავარქვი, რაც თქვენ თქვით, რომელიც პარალელურ ფუნქციებს აიღებს ქვეყანაში, პარალელური მთავრობა, რაც თქვენ თქვით, მესამე - ულტიმატუმის მიცემა - ეს იყო ჩემი
- აბსოლუტურად ზუსტად იგივეა ყველაფერი, რაც მე გითხარით.
- ზუსტად იგივე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system