თავში

იმედია, გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებენ და ზაზა გახელაძეს მალე გამოუშვებენ - გომელაური

იმედია, გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებენ და ზაზა გახელაძეს მალე გამოუშვებენ - გომელაური
იმედია, გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებენ და ზაზა გახელაძეს მალე გამოუშვებენ - გომელაური

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ ზაზა გახელაძე უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდეს.

მინისტრს იმედი აქვს, რომ მიღებული იქნება გონივრული გადაწყვეტილება და გახელაძე მალე გათავისუფლდება.

„გამიჭირდება დეტალებზე საუბარი. მთავრობა, საერთაშორისო ორგანიზაციები, პარტნიორები ჩართულნი არიან ზაზა გახელაძის გათავისუფლებაში. ვიმედოვნებთ, მალე გათავისუფლდება და დაუბრუნდება თავის ოჯახს. დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ღიად საუბარმა შეიძლება, მოლაპარაკებები დააზიანოს და ჩაშალოს. პროცესში ჩაერთო საპატრიარქოც. იმედი მაქვს, მიიღებენ გონივრულ გადაწყვეტილებას და გამოუშვებენ. ჩვენ ოჯახთან გვაქვს კონტაქტი და მათთან ვსაუბრობთ“, – განაცხადა გომელაურმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system