თავში

იმედია მომავალში ევროკავშირსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის მასშტაბები გაიზრდება - ჰარცელი

იმედია მომავალში ევროკავშირსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის
იმედია მომავალში ევროკავშირსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის მასშტაბები გაიზრდება - ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პირველი იანვრიდან შენგენის ზონის ქვეყნებში გამგზავრების მსურველების დამატებითი შემოწმების დანერგვასთან დაკავშირებით, თბილისის აეროპორტს ეწვია. ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

კარლ ჰარცელის თქმით, მას იმედი აქვს, რომ მომავალში ევროკავშირსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის მასშტაბები კიდევ უფრო გაიზრდება.

"უვიზო მიმოსვლა საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმატებაა და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავიდან ავიცილოთ უვიზო მიმოსვლის ბოროტად გამოყენება და უზრუნველვყოთ ამ რეჟიმის მაქსიმალურად ეფექტიანი ფუნქციონირება. სწორედ ამ ძალისხმევის ნაწილს წარმოადგენს ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეების დამატებითი შემოწმების პროცედურის დანერგვა. ეს არ არის ახალი შეზღუდვა ან ახალი პირობა. სიახლე მდგომარეობს იმაში, რომ 2021 წლის პირველი იანვრიდან მგზავრების შემოწმება საქართველოდან მათ გამგზავრებამდე და არა მხოლოდ ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში მათი ჩასვლის შემდეგ მოხდება. ვმუშაობთ საქართველოსა და ევროკავშირის შესაბამის უწყებებთან აღნიშნული შემოწმებების მაქსიმალურად შეუფერხებლად, საერთაშორისო სტანდარტებისა და რეგულაციების შესაბამისად ჩატარების უზრუნველსაყოფად. იმედი მაქვს, მომავალ წლებში ევროკავშირსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის მასშტაბები კიდევ უფრო გაიზრდება", - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system