თავში

იმედია, შარლ მიშელის ვიზიტს არ დაამთხვევს - ვაშაძე

იმედია, შარლ მიშელის ვიზიტს არ დაამთხვევს - ვაშაძე
იმედია, შარლ მიშელის ვიზიტს არ დაამთხვევს - ვაშაძე

იმედი მაქვს, რომ ბატონი გომელაური პარლამენტში მოსვლას არ დაამთხვევს შარლ მიშელის ვიზიტს, რომელიც ბევრ პრობლემას შეგვიქმნის საორგანიზაციო თვალსაზრისით, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტში შს მინისტრის მოსმენასთან დაკავშირებით განაცხადა.

„არ გამოვა ისე, რომ შემოიპარება პარლამენტში მაშინ, როდესაც შარლ მიშელია ჩამოსული და შეიძლება პარალელურად ოპოზიციას მოუწიოს კიდევ სხვა საკითხებში მონაწილეობა. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ არ შემოიპარება და გაიპარება. დანარჩენი, თუ მოვა ის პარლამენტში, ნამდვილად დავხვდებით და ნახავთ, რა კითხვებს დავსვამათ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების, მათ შორის, „პრაიდ კვირეულის“ ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით დეპუტატები შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს 18 ივლისს მოუსმენენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system