თავში

იმნაძე, გამყრელიძე, ცერცვაძის და ცქიტიშვილის ჭკუაზე ვერ ვივლით - ხატია დეკანოიძე

იმნაძე, გამყრელიძე, ცერცვაძის და ცქიტიშვილის ჭკუაზე ვერ ვივლით -
იმნაძე, გამყრელიძე, ცერცვაძის და ცქიტიშვილის ჭკუაზე ვერ ვივლით - ხატია დეკანოიძე

მთავრობის კანცელარიასთან გამართულ აქციაზე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ ხალხი შიმშილის პირასაა. 

მისი თქმით, უამრავი ადამიანი, რომლებმაც ინვესტიციები განახორციელეს ტურიზმის სფეროში გაკოტრდნენ, ამიტომ ის არ აპირებს პაატა იმნაძის, ამირან გამყრელიძის, თენგიზ ცერცვაძისა და მაია ცქიტიშვილის ჭკუაზე სიარულს.

"მე გუშინ ვესაუბრებოდი ხალხს, ისინი ამბობენ, რომ დიდი ინვესტიციები ჩადეს, გაარემონტეს  გააკეთეს იხდიდნენ გადასახადებს და ახლა გაკოტრდნენ. ასე მარტივად - გაკოტრდნენ. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ იმნაძე, გამყრელიძე, ცერცვაძის და ცქიტიშვილის ჭკუაზე ნამდვილად ვერ ვივლით, რადგან ისინი არაფერს რაციონალურს არ გვთავაზობენ. არ უხსნიან მოსახლეობას, რატომ უნდა დაიხოცონ შიმშილით", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system