თავში

სუს-ის ინფორმაცია ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობაში დატოვებაზე

სუს-ის ინფორმაცია ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობაში დატოვებაზე
სუს-ის ინფორმაცია ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობაში დატოვებაზე

ე.წ. სასამართლოს მიერ ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობაში დატოვებას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეხმაურება.

,,სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის ცნობილია გავრცელებული ინფორმაცია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობაში დატოვების შესახებ. ინფორმაციის დაზუსტების მიზნით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მეშვეობით მოქმედი „ცხელი ხაზი", - აცხადებენ სუს-ში.

ახალგორის ე.წ. სასამართლომ ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ორთვიან პატიმრობაში დატოვა.

ცნობილი ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დე ფაქტო ცხინვალის რეჟიმის ტყვეობაში 9 ნოემბრიდან იმყოფება.

დე ფაქტო რეჟიმი, დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავება, ვაჟა გაფრინდაშვილი აღნიშნულ ბრალდებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system