თავში

ინტელექტისგან დაცლილი პარტია ვერ განვითარდება - სამადაშვილი

ინტელექტისგან დაცლილი პარტია ვერ განვითარდება - სამადაშვილი
ინტელექტისგან დაცლილი პარტია ვერ განვითარდება - სამადაშვილი

ინტელექტისგან დაცლილი პარტია, რაც არ უნდა გულმხურვალე მომხრეები ჰყავდეს, ვერ განვითარდება და ვერც მომავალს შექმნის",- ამის შესახებ პოლიტიკოსმა სალომე სამადაშვილმა facebook-ზე მომხმარებლის პოსტზე კომენტარად დაწერა.

სალომე სამადაშვილის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრები საზოგადოებას ძალადობისკენ საჯაროდ მოუწოდებს.

"ეს კიდევ ერთი მიზეზია, რატომ არ ვაპირებ ენმ-ში დარჩენას. რა არის პარტიის ღირებულებები, რომლის პოლიტიკური საბჭოს წევრები ძალადობის მოწოდებებს წერენ საჯაროდ, ჩემთვის გაუგებარია. სიმართლე კი ისაა, რომ ინტელექტისგან დაცლილი პარტია, რაც არ უნდა გულმხურვალე მომხრეები ჰყავდეს, ვერ განვითარდება და ვერც მომავალს შექმნის, თუმცა შესაძლოა დარჩეს ყველაზე დიდ ოპოზიციური პარტიად. როგორც არის, უკვე დიდი ხანია", - წერს სალომე სამადაშვილი

შეგახსენებთ, "ნაციონალურ მოძრაობასა" და პოლიტიკოს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც სალომე სამადაშვილმა, პარტიის გადაწყვეტილების მიუხედავად, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი ინდივიდუალურად მოაწერა, ფაქტს მისი თანაგუნდელების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა, რის შემდეგაც სამადაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "ამ გაუგებრობაში მისი ადგილი აღარ არის".

მოგვიანებით სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ აღარ აგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას პარტიის სახელით, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას პარტიის დატოვების შესახებ მას შემდეგ მიიღებს, რაც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია საპყრობილეს დატოვებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system