თავში

იონათამიშვილი: ოპოზიციას ვურჩევ, დაგმოს გუშინდელი ფაქტი

იონათამიშვილი: ოპოზიციას ვურჩევ, დაგმოს გუშინდელი ფაქტი
იონათამიშვილი: ოპოზიციას ვურჩევ, დაგმოს გუშინდელი ფაქტი

ოპოზიციას ვურჩევ, რომ გამოვიდეს და საჯაროდ დაგმოს გუშინდელი ფაქტი. მე პირადად, განსაკუთრებული გრძნობის გარეშე ამ დარბაზში ვერ შევდივარ. გაემიჯნონ ამ ამაზრზენ ფაქტს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

"ის, რომ საზოგადოებას ექნება პროტესტი, ეს არის ბუნებრივი. რაც შეეხება უფლებამოსილების შეწყვეტას, ეს არის მორალური და ზნეობრივი პასუხისმგებლობის საგანი. თუ ადამიანს არ შეუძლია ამ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, თუ მას არ შეუძლია აღიარება იმ შეცდომის და დანაშაულის, რაც დაუშვა, ამაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ამომრჩეველი მიიღებს", - განაცხადა იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ოპოზიციის წარმომადგენლებმა, არჩილ თალაკვაძის გამოსვლის დროს პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნი გააჟღერეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system