თავში

იონათამიშვილი ოპოზიციაზე: საზოგადოება ხედავს, რომ ისინი არიან არათანმიმდევრულები

იონათამიშვილი ოპოზიციაზე: საზოგადოება ხედავს, რომ ისინი არიან არათანმიმდევრულები
იონათამიშვილი ოპოზიციაზე: საზოგადოება ხედავს, რომ ისინი არიან არათანმიმდევრულები

"ჩვენ ვაგრძელებთ დაკვირვებას გლობალურ სიტუაციაზე და ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე მივიღებთ თანმიმდევრულად შესაბამის გადაწყვეტილებას,"- ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია "ქართული ოცნების" ნთავმჯდომარემ განაცხადა.

რატი იონატამიშვილი, ევროპის 5 ქვეყნისთვის საზღვრის უპირობო გახსნის კრიტერიუმებთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან წამოსულ კრიტიკას გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, ოპოზიცია არათანმიმდევრულია და ყოველთვის ვირუსის მხარეს იჭერს.

"რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, ჩვენ ვაგრძელებთ დაკვირვებას გლობალურ სიტუაციაზე და ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე მივიღებთ თანმიმდევრულად შესაბამის გადაწყვეტილებას, რაც შეეხება რადიკალური და კრიმინალური ოპოზციის განცხადებებს ამასთან დაკავშირებით, საზოგადოება ხედავს, რომ ისინი არიან არათანმიმდევრულები და ყოველ ჯერზე, როდესაც საუბარია ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე, ისინი ირჩევენ ვირუსის მხარეს," - განაცხადა იონათამიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system