თავში

იონათამიშვილი: ოპოზიცია ჯერ იმაში გაერკვეს, რა ფორმით მონაწილეობს არჩევნებში

იონათამიშვილი: ოპოზიცია ჯერ იმაში გაერკვეს, რა ფორმით მონაწილეობს არჩევნებში
იონათამიშვილი: ოპოზიცია ჯერ იმაში გაერკვეს, რა ფორმით მონაწილეობს არჩევნებში

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი აშშ -ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოსა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სატელეფონო საუბარზე ოპოზიციის შეფასებებს გამოეხმაურა. 

დეპუტატი აცხადებს, რომ სჯობს ოპოზიცია იმაში გაერკვეს, რა ფორმით მონაწილეობს არჩევნებში და შემდეგ ისაუბრონ სხვა საკითხებზე.

იონათამიშვილი გახარიასა და პომპეოს სატელეფონო საუბარს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანს უწოდებს და აცხადებს, რომ ლიდერებმა სტრატეგიულ საკითხზე ისაუბრეს. 

,,აღნიშნული საუბრის თემებიდან განსაკუთრებით გამოვყოფ ოკუპაციის თემას, დემოკრატიულ განვითარებას, ეკონომიკურ თანამშრომლობას. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პლენარული სხდომის გამართვის საკითხი დგას დღის წესრიგში, მიუხედავად იმისა, რომ არის COVID-19-ის სირთულე. რაც შეეხება არჩევნებს, საქართველოსა და ამერიკის პოზიცია არის ერთიანი ამ მიმართულებით, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს მაღალი გამჭვირვალობით და სამართლიანობით. ეს ნამდვილად იქნება ასე. რაც შეეხება ხელმოცარულ ოპოზიციას, საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ყველაფრის გაფუჭების გარდა, არაფერს აკეთებს. მე მათ ვურჩევდი, რომ ჩამოყალიბდნენ, როგორ და რა ფორმით აპირებენ არჩევნებში მონაწილეობას და მერე ისაუბრონ სხვა საკითხებზე. ერთადერთი, რითაც ისინი დაკავებული არიან, სხვების ლანძღვაა და ის, თუ როგორ ვერ იყოფენ სამაჟორიტარო ოლქებს“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system