თავში

ირაკლი ღარიბაშვილი დღეს იენს სტოლტენბერგს შეხვდება

ირაკლი ღარიბაშვილი დღეს იენს სტოლტენბერგს შეხვდება
ირაკლი ღარიბაშვილი დღეს იენს სტოლტენბერგს შეხვდება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი NATO--ს მინისტერიალის ფარგლებში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შეხვდება. შეხვედრის მთავარი განსახილველი თემა NATO--საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმებია.

ირაკლი ღარიბაშვილი ასევე მონაწილეობას მიიღებს ალიანსის შტაბბინაში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფორმატში, NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ასევე სიტყვით გამოვა ავღანეთში საერთაშორისო მისიის მონაწილე ქვეყნების თავდაცვის მინისტრების წინაშე. საკუთარ მიმართვაში ირაკლი ღარიბაშვილი გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობასა და მასში საქართველოს წვლილზე ისაუბრებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system