თავში

ირაკლი ღარიბაშვილი: ერთგვარი მოჩვენებითი კრიზისი შეიქმნა ქვეყანაში

ირაკლი ღარიბაშვილი: ერთგვარი მოჩვენებითი კრიზისი შეიქმნა ქვეყანაში
ირაკლი ღარიბაშვილი: ერთგვარი მოჩვენებითი კრიზისი შეიქმნა ქვეყანაში

"ერთგვარი მოჩვენებითი კრიზისი შეიქმნა ქვეყანაში"- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, იმედი აქვს რომ ოპოზიცია სახელმწიფოებრივად სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.

"ერთგვარი მოჩვენებითი კრიზისი შეიქმნა ქვეყანაში. ყველა პოლიტიკოსს, მეც მათ შორის მოგვეცა შესაძლებლობა იმისა, რომ რეალურად დაამტკიცონ ისინი სახელმწიფოებრივად მოიქცევიან თუ არა. ინტერესების გათვალისწინებით უნდა მოხდეს ყველაფერი, ჩვენ ველით, რომ კონსტრუქციული ნაწილი ოპოზიციური სპექტრისა სახელმწიფოებრივად სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ და შევლენ პარლამენტში",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის,საქართველოს 17 საარჩევნო ოლქში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების არჩევნები მიმდინარეობს. ამასთან, ქუთაისში იმართება მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური. არჩევნების მეორე ტურს ოპოზიციური პარტიის ლიდერები ბოიკოტს უცხადებენ და მონაწილეობას არ იღებენ. მათი თქმით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების პირველივე ტური გააყალბა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system