თავში

ირაკლი ღარიბაშვილი: ეს არის მძიმე მემკვიდრეობა

ირაკლი ღარიბაშვილი: ეს არის მძიმე მემკვიდრეობა
ირაკლი ღარიბაშვილი: ეს არის მძიმე მემკვიდრეობა

ის გუნდი, რომელიც ქვეყანას ვერ აარიდებს ძირძველი ტერიტორიების დაკარგვას და ოკუპაციას, არ იმსახურებს პოლიტიკაში დარჩენას, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კახეთში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომი არის ის დიდი ტკივილი და უბედურება, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ მოსახლეობას ვერ აარიდა, რის გამოც ასეთი გუნდი ხელისუფლებაში დარჩენას არ იმსახურებდა. მისი თქმით, დაკარგული ტერიტორიები მძიმე მემკვიდრეობაა.

,,ღირსეული მომავალი არ იქმნება ადამიანების ერთი ჯგუფის მიერ, ის იქმნება ქართველ ხალხთან ერთად. 2012 წელს ასეთი არჩევანის წინაშე იდგა ქართველი ხალხი და მაშინ გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც მობილიზება გაუკეთა სრულიად საქართველოს, ჩვენი პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა შეძლო შეუძლებელი და დაამარცხა მოძალადე, მკვლელი და მჩაგვრელი სისტემა. ჩვენ თუ დავივიწყებთ წარსულს, დადგება საფრთე იმისა, რომ ჩვენი მოსახლეობა დადგეს იმ განსაცდელის წინაშე, რომელიც 12 წლის წინ ერთად გამოვცადეთ. 2008 წლის აგვისტოს ომი არის ის დიდი ტკივილი და უბედურება, რომელიც სააკაშვილის მჩაგვრელმა ხელისუფლებამ ვერ აარიდა ჩვენს მოსახლეობას. ჩვენ მივიღეთ ათი ათასობით დევნილი ადამიანი, ასზე მეტი დაკარგული სოფელი, ოკუპირებული ტერიტორიების დაკანონება და ოკუპანტის დაბრუნება საქართველოში. ეს არის მძიმე მემკვიდრეობა, ის გუნდი, რომელიც ქვეყანას ვერ აარიდებს ძირძველი ტერიტორიების დაკარგვას და ოკუპაციას, არ იმსახურებს პოლიტიკაში დარჩენას,“ - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ქადაგიშვილის წარდგენას „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერები ესწრებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system