საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ესპანეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, ესპანეთის კონგრესის პრეზიდენტს მარიჩელ ბატეტს შეხვდა.
საუბრის ძირითადი თემა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის საპარლამენტო მიმართულებით ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები იყო.აღინიშნა, რომ საქართველოს ესპანეთის სამეფოსთან მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს და აუცილებელია მისი გაღრმავება პარლამენტების დონეზე. შეხვედრისას განიხილეს შემდგომი ნაბიჯების გადადგმის პერსპექტივა საპარლამენტო დიპლომატიის კუთხით. ამ მიმართულებით, ინიცირებულ იქნა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების ეკონომიკური კომიტეტების ერთობლივი ფორუმის ორგანიზების საკითხი, რაც აქტუალურ საკითხებზე მსჯელობისთვის სასარგებლო ფორმატი იქნება.ხაზი გაესვა იმ მნიშვნელოვან ფაქტს, რომ ესპანეთის სამეფო საქართველოს მხარს უჭერს ყველა საპარლამენტო ასამბლეაში, სადაც საქართველოს საკითხი განიხილება, მათ შორის, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, ისე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით.შეხვედრისას, ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოს როლზე რეგიონში და სამომავლო ნაბიჯებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას, ასევე ხალხთაშორისი და კულტურული კავშირების განვითარებას.ესპანეთის სამეფოს კონგრესში გამართულ შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესპანეთის სამეფოში ილია გიორგაძე დაესწრნენ.მთავრობის მეთაურმა ესპანეთის სამეფოს კონგრესის საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.- მთავარი
- პოლიტიკა
- ირაკლი ღარიბაშვილი ესპანეთის კონგრესის პრეზიდენტს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი ესპანეთის კონგრესის პრეზიდენტს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი ესპანეთის კონგრესის პრეზიდენტს შეხვდაეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:
კატეგორიის სხვა ახალი ამბები
- სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადა - საგარეო 14 იანვარი, 2022 / 21:16
- მიუღებელია რუსეთის მცდელობები მოახდინოს ევროპის გადანაწილება - ზალკალიანი 14 იანვარი, 2022 / 20:39
- საქართველოს სამეფო სახლი მიხეილ სააკაშვილს თხოვნით მიმართავს 14 იანვარი, 2022 / 16:13
- შალიკოც კი შემოდის პარლამენტში - ირაკლი ზარქუა 14 იანვარი, 2022 / 16:07
- სააკაშვილმა ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე - ალეკო ელისაშვილი 14 იანვარი, 2022 / 14:36
- ზურაბ აზარაშვილი სებასტიან მოლინეუსს შეხვდა 14 იანვარი, 2022 / 12:00
- "ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს ვულოცავ დროშის დღეს" - პრემიერი 14 იანვარი, 2022 / 11:40
- "უძველესი ხუთჯვრიანი დროშა აერთიანებს ჩვენს მისწრაფებებს" - შალვა პაპუაშვილი 14 იანვარი, 2022 / 10:20
- 14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა 14 იანვარი, 2022 / 10:00
- პარტია "დროა" პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება 13 იანვარი, 2022 / 21:40
ბოლო სიახლეები
-
დღეს ბედობაა
-
აღმოჩენილია ეგზომთვარე, რომელზეც შესაძლოა, სიცოცხლე არსებობდეს
-
როგორი ამინდი იქნება ხვალ საქართველოში
-
ექიმებმა "ჩუმი" კიბოს მოულოდნელი სიმპტომი დაასახელეს
-
ქვეწარმავლების ახალი სახეობა აღმოაჩინეს, რომელიც 310 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა
-
კვება საათობრივად - როგორ "ვიშიმშილოთ" სწორად
-
გეწვევათ თუ არა სიყვარული 2022 წელს? - ქვიზი
-
თბილისის "საახალწო სოფელი" კონცერტით დაიხურა
-
როგორ გამოიყურება მომავლის თვითმფრინავი
-
"ყველა წერტილსა და მძიმეს ვეთანხმები" - გიორგი გამსახურდია დედას უპირისპირდება
-
"სამტრედიაში გარდაცვლილს არ ჰქონდა სოციალურად დაუცველის სტატუსი" - სოციალური სააგენტო
-
შიზოფრენიით სნეულმა სექტამ მიტინგის მოწყობა სცადა - გამსახურდია
-
სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადა - საგარეო
-
მეცნიერებმა თევზებს ხმელეთზე გადაადგილება ასწავლეს - VIDEO
-
მიუღებელია რუსეთის მცდელობები მოახდინოს ევროპის გადანაწილება - ზალკალიანი
-
მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე საქართველოს დროშის ვიზუალური ინსტალაცია მოეწყო
-
გაჯეტები 10 წელში გაქრება
-
ვაქცინირებულები ინფიცირებულებთან კონტაქტის გამო კარანტინში აღარ გადავლენ
-
აზერბაიჯანში COVID-19-ის 653 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
-
კოვიდგადატანილები ერთი წლის განმავლობაში რისკის ქვეშ არიან