თავში

ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით უკრაინას ეწვევა

ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით უკრაინას ეწვევა
ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით უკრაინას ეწვევა

21 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. 

ვიზიტის ფარგლებში, 22 აგვისტოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კიევში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

უკრაინის მინისტრთა კაბინეტში ირაკლი ღარიბაშვილისა და დენის შმიგალის პირისპირ შეხვედრა გაიმართება, რის შემდეგაც მოლაპარაკებები, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება. საქართველოსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

ირაკლი ღარიბაშილი შეხვედრებს გამართავს უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე დმიტრო რაზუმკოვთან, მონაწილეობას მიიღებს ყირიმის პლატფორმის სამიტში და გვირგვინით შეამკობს უცნობი ჯარისკაცის საფლავს. 

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი იმყოფებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system