თავში

ირაკლი ღარიბაშვილი: ოკუპაცია დროებითია

ირაკლი ღარიბაშვილი: ოკუპაცია დროებითია
ირაკლი ღარიბაშვილი: ოკუპაცია დროებითია

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან 12 წლისთავს გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია დროებითია.

"დღეს 12 წელი სრულდება რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან, რომელსაც ჩვენი მშვიდობიანი თანამოქალაქეების, ჯარისკაცების და პოლიციელების სიცოცხლე შეეწირა. პატივს მივაგებ და ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე.

საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის მიუხედავად, ჩვენმა გმირმა ჯარისკაცებმა, უთანასწორო ბრძოლაში, გმირობისა და მსხვერპლის ფასად, შეძლეს ქართული სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება.

მჯერა, რომ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია დროებითია. ჩვენი პრაგმატული და მშვიდობიანი პოლიტიკით შევძლებთ დეოკუპაციას და საქართველოს გაერთიანებას,"- აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system