თავში

ირაკლი ღარიბაშვილი სუს-ის საჩვენებელ წვრთნებს დაესწრო

ირაკლი ღარიბაშვილი სუს-ის საჩვენებელ წვრთნებს დაესწრო
ირაკლი ღარიბაშვილი სუს-ის საჩვენებელ წვრთნებს დაესწრო

პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და განაცხადა, რომ ეს ადამიანები ყოველდღიურ რეჟიმში ემსახურებიან მოქალაქეებს, იცავენ და აძლიერებენ სახელმწიფოს. 

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს მადლობა მინდა გადავუხადო მათი პროფესიული საქმიანობისთვის, მათი სამსახურისთვის",- თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

პრემიერ-მინისტრი შავნაბადას ბაზაზე ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებთან და პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან ერთად იმყოფებოდა. მათ საჩვენებელ წვრთნებზე დასწრების საშუალებაც ჰქონდათ. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 2015 წლის 1 აგვისტოს დაარსდა, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოეყო და ცალკე სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system