თავში

ირაკლი ღარიბაშვილი ვახო სანაიაზე თავდასხმას ეხმაურება

ირაკლი ღარიბაშვილი ვახო სანაიაზე თავდასხმას ეხმაურება
ირაკლი ღარიბაშვილი ვახო სანაიაზე თავდასხმას ეხმაურება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტსა და მის ოჯახზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება. 

განცხადებას პრემიერ-მინისტრი სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს და წერს, რომ გმობს ყოველგვარ ძალადობას. 

"მსურს გამოვეხმაურო ჟურნალისტ ვახო სანაიაზე და მის ოჯახზე განხორციელებულ თავდასხმას. ერთმნიშვნელოვნად ვგმობ ყოველგვარ ძალადობას ნებისმიერი მოქალაქის, მით უფრო, მედიის წარმომადგენლების მიმართ. მადლობას ვუხდი შსს-ს თავდამსხმელების ოპერატიულად დაკავებისთვის. გარწმუნებთ, სახელმწიფოს მხრიდან პასუხი იქნება ადეკვატური და დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს" - წერს ღარიბაშვილი. 

შეგახსენებთ, ჟურნალისტ ვახო სანაიას და მისი მეუღლის ნათესავს ნასვამ მდგომარეობაშ მყოფი პირები თავს დაესხნენ.

ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დაკავებულია სამი პირი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system