თავში

ირაკლი ღარიბაშვილის გეგმა უნდა იქცეს კიდევ უფრო ამბიციურ, 10-წლიან გეგმად - ოხანაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილის გეგმა უნდა იქცეს კიდევ უფრო ამბიციურ, 10-წლიან გეგმად - ოხანაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილის გეგმა უნდა იქცეს კიდევ უფრო ამბიციურ, 10-წლიან გეგმად - ოხანაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კონკრეტული გეგმა წარადგინა, რომელიც მალე ქვეყნის განვითარების 10-წლიან გეგმად იქცევა.

ოხანაშვილის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას სრული ნდობა და მხარდაჭერა ექნება. 

"ჩვენ მოვისმინეთ პრემიერ მინისტრობის კანდიდატისგან კონკრეტული გეგმები, სოფლის მეურნებობის მიმართულებით, ჯანდაცვის მიმართულებით და ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით, რომ ამ მიმართულებით გავაასმაგებთ ძალისხმევას და მთავრობა კიდევ უფრო გააძლიერებს ძალისხმევას, რათა ჩვენი საზოგადოება მაქსიმალურად დაცული იყოს. ასევე, კონკრეტული საკითხები იყო წარმოდგენილი ეკონომიკის სტიმულირების მიმართულებით, ბიზნესის წახალისების მიმართულებით და თავდაცვის უნარიანობის გაძლიერების მიმართულებით. ამ გუნდს, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, რომელმაც თვითონ მოაწერა ხელი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, რომელთანაც დაკავშირებულია არაერთი პროგრესული რეფორმა, შესწევთ უნარი სრულად განახორციელონ ის გეგმები და ამბიციური ხედვა, რომელიც წარმოადგინეს. აქედან გამომდინარე, ირაკლი ღარიბაშვილს ჩვენი მხრიდან, ექნება ერთსულოვანი მხარდაჭერა. ჩვენ ასევე, 100 დღის თავზე შევხვდებით იმისთვის, რომ ის ამბიციური გეგმა, რომელიც მან წარადგინა, იქცეს კიდევ უფრო ამბიციურ, 10-წლიან გეგმად და ამასთან დაკავშირებით მოვისმინოთ კონკრეტული ხედვები",-განაცხადა ოხანაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system