თავში

ირაკლი ქადაგიშვილი: ამ შეკრებას თუ გნებავთ სუფრა დაარქვით და თუ გნებავთ ბანკეტი

ირაკლი ქადაგიშვილი: ამ შეკრებას თუ გნებავთ სუფრა დაარქვით და თუ გნებავთ ბანკეტი
ირაკლი ქადაგიშვილი: ამ შეკრებას თუ გნებავთ სუფრა დაარქვით და თუ გნებავთ ბანკეტი

"როდესაც ჩაის, კამფეტს და წყალს მოგართმევენ მაგას თუ გნებავთ სუფრა დაარქვით და თუ გნებავთ ბანკეტი" - ასე შეაფასა თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქებში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ქადაგიშვილმა ლაგოდეხში, რესტორანში გამართული შეხვედრა.

ქადაგიშვილის თქმით, ბიზნეს სექტორმა თვითონ გამოიჩინა მცირედი შეხვედრის გამართვის ინიციატივა და ისინიც დათანხმდნენ.

"ბიზნეს სექტორს თვითონ აქვს სურვილი, რომ გარკვეული მცირედი მიღება გამართონ და ჩვენ რა თქმა უნდა თანახმა ვართ ამ მიღებაში მონაწილეობა მივიღოთ. სუფრას არ ვიცი თქვენ რას ეძახით, როდესაც ჩაის, კამფეტს და წყალს მოგართმევენ მაგას თუ გნებავთ სუფრა დაარქვით და თუ გნებავთ ბანკეტი", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს პანდემიის პირობებში მიღებული წესების უგულებელყოფასა და დარღვევაში ადანაშაულებენ. როგორც ცნობილია, გუშინ ღამით ქადაგიშვილმა ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად დახურულ სივრცეში რამდენიმე საათი გაატარა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, იქ შეკრებილები ქეიფობდნენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system