თავში

ირაკლი ქარსელაძე: ურბანული განახლება ნიშნავს ახალი შესაძლებლობების გაჩენას

​ირაკლი ქარსელაძე: ურბანული საძლებლობების გაჩენას
ირაკლი ქარსელაძე: ურბანული განახლება ნიშნავს ახალი შესაძლებლობების გაჩენას

"ურბანული განახლება მხოლოდ მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას არ გულისხმობს, პირველ რიგში, ესაა ახალი შესაძლებლობების გაჩენა განვითარების თვისობრივად ახალ ეტაპზე გადასვლისთვის", - ამის შესახებ პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, შედეგიანი იყო 2020 წელი სივრცითი მოწყობის თვალსაზრისით,, რაც ერთ-ერთი კრიტიკული კომპონენტია. 

"წელს ველით წყალტუბოს გენერალური გეგმის დამტკიცებას. პარალელურად, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მეშვეობით, მიმდინარეობს ქუთაისის გენერალურ გეგმაზე მუშაობა და შეიძლება ითქვას, რომ ძალიან საინტერესო შედეგს მივიღებთ, რომელიც ნამდვილად ხელს შეუწყობს რეგიონის განვითარებას, კერძო სექტორის მნიშვნელოვანი გააქტიურებითა და ჩართულობით,“ - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system