თავში

ირაკლი კობახიძე: 14 კანდიდატიდან მხოლოდ 3 დამტკიცდა ე.წ კლანის სიიდან

ირაკლი კობახიძე: 14 კანდიდატიდან მხოლოდ 3 დამტკიცდა ე.წ კლანის სიიდან
ირაკლი კობახიძე: 14 კანდიდატიდან მხოლოდ 3 დამტკიცდა ე.წ კლანის სიიდან

ჩვენ მივიღეთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ყველაზე მეტად წაადგება უზენაესი სასამართლოს მიუკერძოებელ და გამართულ ფუნქციონირებას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცების თაობაზე განაცხადა.

„ჩვენი ამოცანა იყო სათანადო რაოდენობით შევსება უზენაესი სასამართლოსი. ეს იყო მნიშვნელოვანი ამოცანა და ვფიქრობთ, რომ ამ ამოცანების შესაბამისად, პარლამენტმა აბსოლუტურად სწორად იმოქმედა. ბუნებრივია, მთლიანობაში, ჩვენ გვიწევდა გადაწყვეტილების მიღება არსებული კონტექსტის გათვალისწინებით. მათ შორის, როდესაც საუბარია კომპეტენციის კრიტერიუმებზე, ეს ბუნებრივია არის ფარდობითი ცნება. შეიძლება სხვა სტანდარტი მოქმედებდეს გერმანიაში და ვიცი იქ რა სტანდარტი მოქმედებს. სხვა სტანდარტი შეიძლება იყოს სხვა ქვეყანაში და სხვა სტანდარტი საქართველოში სხვადასხვა ობიქტური მიზეზის გამო. მე მანამდეც ვთქვი, რომ არ იყო იდეალური კანდიდატების ძალიან დიდი ნაწილის კვალიფიკაციური მახასიათებლები, მაგრამ მთლიანობაში ჩვენ მივიღეთ თითოეულ კანდიდატთან დაკავშირებით მაქსიმალურად დაბალანსებული გადაწყვეტილება. თქვენ გახსოვთ ე.წ „კლანის“ სია, რომელიც იყო წარმოდგენილი შარშან დეკემბერში და რასთან დაკავშირებითაც იყო ვნებათაღელვა. თქვენ ნახეთ, რომ ამ 14 კანდიდატიდან მხოლოდ 3 დამტკიცდა ე.წ „კლანის“ სიიდან. შესაბამისად, ეს მიუთითებს იმაზე, რომ მაქსიმალურად დაბალანსებულია ყველა კუთხით გადაწყვეტილება და აქ არანაირ „კლანებზე“ არ არის საუბარი. ჩვენ მივიღეთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ყველაზე მეტად წაადგება უზენაესი სასამართლოს მიუკერძოებელ და გამართულ ფუნქციონირებას“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლე დაამტკიცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system