თავში

ირაკლი კობახიძე და "ქართული ოცნების" სხვა წარმომადგენლები სტრასბურგში გაემგზავრნენ

ირაკლი კობახიძე და "ქართული ოცნების" სხვა წარმომადგენლები სტრასბურგში გაემგზავრნენ
ირაკლი კობახიძე და ქართული ოცნების სხვა წარმომადგენლები სტრასბურგში გაემგზავრნენ

მმართველი გუნდის წევრები სტრასბურგში გაემგზავრნენ. ქართული საპარლამენტო დელეგაცია ევროპარლანტში შეხვედრებს გამართავს. 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილთან ერთად სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფს შეხვდება. 

მთავარი თემა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარება, 2024 წლის განაცხადი და მომავალზე ორინტირებაა. 

როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრებზე საუბარი „ალბათ“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ საკითხსაც შეეხება, თუმცა მათი მთავარი ამოცანაა, პარტნიორებამდე ქვეყნის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებული გზავნილები მიიტანონ.

„ყველა თემას შევეხებით, რაც ადგილობრივ პოლიტიკას და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს უკავშირდება. რა თქმა უნდა, საუბრის ერთ-ერთი თემა ალბათ, სააკაშვილიც იქნება, თუმცა, ჩვენთვის მთავარია მივიტანოთ ის გზავნილები, რომელიც ქვეყნის სამომავლო განვითარებას უკავშირდება. ქვეყნისთვის და ბუნებრივია, ჩვენი პარტნიორებისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში დღის წესრიგი შეიცვალოს, ამოვიდეთ პოლარიზაციის ჩაკეტილი წრიდან, ეს თანაბრად მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, ასევე ყველასთვის, ვისაც საქართველოზე გული შესტკივა. აქედან გამომდინარე, ჩვენ გარდა იმ დეტალებისა, რომელიც სააკაშვილის პატიმრობას უკავშირდება, პირველ რიგში, საუბარი სწორედ ამ დღის წესრიგის ცვლილების საჭიროებაზე გვექნება“, -განაცხადა კობახიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system