თავში

ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. 

კენჭისყრა სტრასბურგში, ევროსაბჭოს ზამთრის სესიის ფარგლებში გაიმართა. საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მონაწილეობს. საპარლამენტო დელეგაციას ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.     

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე 19 კანდიდატი იყო წარდგენილი. აქედან, დეპუტატებმა მხოლოდ რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლის, პიოტრ ტოლსტოის კანდიდატურა გააპროტესტეს. კერძოდ, უკრაინის დელეგაციის წარმომადგენელმა, მარია მეზენცევამ ტოლსტოის კანდიდატურა სიძულვილის ენის გამოყენებისა და ანტისემიტური განცხადებების გამო გააკრიტიკა.

ტოლსტოის ვიცე-პრეზიდენტად დანიშვნასთან დაკავშირებით ასამბლეაში მოგვიანებით ფარული კენჭისყრა გაიმართება. დანარჩენი კანდიდატურები კი, დაამტკიცეს.

შეგახსენებთ, საქართველო 27 ნოემბრიდან ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანაა

ამასთან, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სტრასბურგში, საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე დღეს სიტყვით გამოვაამის შესახებ report.ge-ს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრი, საპარლამენტო ასამბლეას საანგარიშო პერიოდში მინისტრთა კომიტეტის მიერ განხორციელებული საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს. მინისტრი ასევე ისაუბრებს საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებზე, შეეხება ევროპის საბჭოში მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებს და საპარლამენტო ასამბლეის წევრების კითხვებს უპასუხებს. 

გარდა ამისა, 30 იანვარს, ვენაში ევროპის საბჭოს თავმჯდომარის რანგში, საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვა. სხდომაზე დავით ზალკალიანი წარმოადგენს ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებს. ვენაში ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი, ეროვნულ დონეზე, შეხვედრას გამართავს ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრთან, ასევე ეუთო-ს ხელმძღვანელობასთან. ხვალ კი, საპარლამენტო ასამბლეის სესიას სიტყვით საქარველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმართავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system