თავში

ირაკლი კობახიძე: ლოგიკურია, რომ აქტივობა უფრო დაბალია

ირაკლი კობახიძე: ლოგიკურია, რომ აქტივობა უფრო დაბალია

"ლოგიკურია, რომ აქტივობა უფრო დაბალია, ვიდრე იყო პირველი ტურის დროს",- ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

პოლიტიკოსის ამომრჩევლებს ისეთივე აქტივობისკენ მოუწოდებს, როგორიც არჩევნების პირველ ტურში დაფიქსირდა.

"დღეს არის მნიშვნელოვანი დღე, როცა ის გამარჯვება ბოლომდე უნდა იყოს მიყვანილი, რომელსაც მხარი დაუჭირა საქართველოს მილიონამდე მოქალაქემ, ამომრჩეველს ისეთივე მაღალი აქტივობისკენ მოვუწოდებთ, როგორიც გამოვლინდა საპარალამენტო არჩევნების პირველ ტურში.

ლოგიკურია, რომ აქტივობა უფრო დაბალია, ვიდრე იყო პირველი ტურის დროს. აქედან გამომდინარე, ჩვენი თხოვნაა ამომრჩევლის მიმართ, მაქსიმალურად იაქტიურონ დღესაც, რომ მაქსიმალური შედეგი დაფიქსირდეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გამარჯვების ბოლომდე მიყვანისთვის.

არჩევანი გავაკეთე სათანადო, ისეთი, როგორიც სჭირდება ჩვენი ქვეყნის შემდგომ განვითარებას. ქვეყნის წინაშე ბევრი გამოწვევაა, რაც დაკავშირებულია პანდემიასთან, ბევრ სხვა ფაქტორთან. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ წინ წაიწიოს ყველა მიმართულებით. სწორედ აქეთკენ იყო მიმართული ჩემი არჩევანი“, – განაცხადა კობახიძე.

ცნობისთვის,საქართველოს 17 საარჩევნო ოლქში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების არჩევნები მიმდინარეობს. ამასთან, ქუთაისში იმართება მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური. არჩევნების მეორე ტურს ოპოზიციური პარტიის ლიდერები ბოიკოტს უცხადებენ და მონაწილეობას არ იღებენ. მათი თქმით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების პირველივე ტური გააყალბა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system