თავში

ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილს პასუხობს

ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილს პასუხობს
ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილს პასუხობს

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე რაკლი კობახიძე საერთო ეროვნული შერიგების შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას აფასებს და ამბობს, რომ შერიგების საფუძველი სინანულია, თუმცა სააკაშვილს ამის ნიშანწყალიც კი არ ეტყობა.

ამასთან, კობახიძე ამბობს, რომ ოპოზიციის დაშლა დაწეყებულია და ეს დადებით როლს შეასრულებს პოლიტიკური სპექტრის გაჯანსაღებაში.

„მთლიანობაში ოპოზიციამ, რადიკალურმა ფრთამ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა. ახლა ალბათ ნაწილი მაინც ხედავს, რომ მათი ნაბიჯები თუნდაც ტაქტიკური თვალსაზრისით არასწორია. ასეთ დროს ბუნებრივია, იწყება დაშლის პროცესი, რაც ძალიან კარგია, საბოლოო ჯამში, ეს დაშლის პროცესი თუ გაგრძელდება, შეიძლება ამან დადებითი როლი შეასრულოს მთლიანად პოლიტიკური სპექტრის გაჯანსაღების თვალსაზრისით 2024 წელის საპარლამენტო არჩევნებამდე. აქედან გამოდინარე, ვფიქრობ, რომ ოპოზიციის რადიკალური ფრთის დაშლა არის ძალიან კარგი პროცესი ქართული დემოკრატიისთვის. 

რაც შეეხება შერიგებას, შერიგების საფუძველი არის სინანული და მონანიება, ჩვენ ამის ვერანაირ ნიშანწყალსაც ვერ ვხედავთ, მითუმეტეს, სააკაშვილის გამოსვლებით, უფრო მეტიც ის იმუქრება კიდეც. როდესაც დამნაშავე გემუქრება, ასეთ დროს შერიგებაზე საუბარი ზედმეტია, მათ უნდა გადახედონ საკუთარ დანაშაულს, უნდა აღიარონ და მოინანიონ დანაშაულები, მათ შორის, ის უმძიმესი კორუფციული დანაშაულები, რაზეც ბოლო პროცესზე იყო საუბარი. ასეთ შემთხვევაში, თეორიულად დასაშვებია ფიქრი რაიმე ტიპის შერიგებაზე, მაგრამ ჩვენ ამის რაიმე ტიპის იმედი არ გვაქვს და ოპტიმიზმის არავითარი საფუძველი არ გვაქვს. მათ ბუნებაში არ ზის არც სინანული და არც მონანიება, ისინი ელემენტარულად ამას ვერ შეძლებენ. ამის რესურსი მათ რომ ჰქონოდათ უმძიმეს დანაშაულებსაც არ ჩაიდენდნენ რაც 9 წლის მანძილზე ჩაიდინეს და შემდეგ 9 წლის განმავლობაშ ოპოზიციაში ყოფნის დროს“, - განაცხადა კობახიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system