თავში

ირაკლი კობახიძე: ნიკა მელია კრიმინალია და კრიმინალების ადგილი პარლამენტში არ არის

ირაკლი კობახიძე: ნიკა მელია კრიმინალია და კრიმინალების ადგილი პარლამენტში არ არის
ირაკლი კობახიძე: ნიკა მელია კრიმინალია და კრიმინალების ადგილი პარლამენტში არ არის

თუ შემოვა პარლამენტში ეს საკითხი და შემოვა როგორც უკვე ვთქვი, ბუნებრივია, აუცილებლად დავუჭერ მხარს, იმიტომ, რომ კრიმინალების ადგილი საქართველოს პარლამენტში არ არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ჟურნალისტებს, ნიკა მელიასთვის მანდატის შეჩერებასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. 

„ბუნებრივია, საქართველოს პარლამენტში იმაზე მეტი კრიმინალია, ვიდრე ნიკანორ მელია, თუმცა, ამ შემთხვევაში არის კონკრეტული დანაშაული დაფიქსირებული სასამართლოს მიერ. შესაბამისად, აქ არის ცალსახა საფუძველი იმისთვის, რომ ნიკანორ მელიას შეუწყდეს უფლებამოსილება. ბუნებრივია კითხვის ნიშნები ვერ იქნება. ნიკანორ მელია არის კრიმინალი. მას აქვს ჩადენილი კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაული და ამ დანაშაულზე მიეცა ის პასუხისგებაში. აქ რომ იყოს საუბარი რამე პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე, ბუნებრივია, შესაძლებელია, უფრო მკაცრიც ყოფილიყო სანქცია. ვხედავთ, რომ სანქცია არის საკმაოდ რბილი. შესაბამისად, ეს არის სწორედ იმის დასტური, რომ არანაირ პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან არ გვაქვს საქმე. მან ჩაიდინა აბსოლუტურად ცხადი დანაშაული, მონაწილეობდა ადეიშვილთან ერთად „ქართუს“ გაკოტრებაში. ეს არის იმდენად ბუნებრივი დანაშაული, რომ სანქციის ადეკვატურობაზე ლაპარაკი ზედმეტია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

„ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე, სასამართლომ ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრ ნიკა მელიას 25 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. გარდა ამისა, მას ასევე დამატებით სასჯელად 2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა. 


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system