თავში

ირაკლი კობახიძე: რიგგარეშე იქნება არჩევნები თუ არარიგგარეშე, ჩვენ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ

​ირაკლი კობახიძე: ჩვენ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ
ირაკლი კობახიძე: რიგგარეშე იქნება არჩევნები თუ არარიგგარეშე, ჩვენ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ

ირაკლი კობახიძემ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა შეაჯამა და განაცხადა, რომ დეპუტატებმა სხვადასხვა მიმდინარე საკითხი განიხილეს.

„გავარჩიეთ ის, რაც მოხდა ამ დღეების განმავლობაში. დღეს არ გვიმსჯელია საპარლამენტო თანამდებობებზე“, - განუცხადა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ჟურნალისტებს.

მისი თქმით, ოპოზიციის მიერ შეთავაზებული გერმანული მოდელი განხილვის საგანი არ ყოფილა, რადგან ის საქართველოს კონსტიტუციურ მოცემულობასთან თავსებადი არ არის. მან მოუწოდა პოლიტიკურ პარტიებს, მოემზადონ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის.

„რიგგარეშე იქნება არჩევნები თუ არარიგგარეშე, ჩვენთვის პოლიტიკური მოცემულობა არ იცვლება. ერთ შემთხვევაშიც და მეორე შემთხვევაშიც დამაჯერებლად მოვიგებთ არჩევნებს“, - განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system